გადასვლა მთავარ კონტენტზე
განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია
სორგითი 1 და სორგითი 2

სორგითი 1 და სორგითი 2

მომავლის პროექტი რაჭაში

მდინარე ჯეჯორა

მდინარე ჯეჯორა

ბუნების პატივისცემით, მომავლის სასარგებლოდ

ხეობის განვითარება

ხეობის განვითარება

სოციალური და საინფრასტრუქტურო ინვესტიციები

პროექტის შესახებ

ჰიდროენერგეტიკული სადგურები „სორგითი 1“ და „სორგითი 2“

რა სარგებელს მიიღებს ხეობა?

1,600,000 ლარი ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში, ყოველწლიურად.
100-150 ადგილობრივი დასაქმებული მშენებლობის პერიოდში, ხეობის სოფლებიდან.
100,000 ლარი წელიწადში სოციალური დახმარების ფონდი 5 სოფლისთვის.
ინტერნეტიზაცია და კამერები ბოჭკოვანი ინტერნეტი და ხეობის კამერიზაცია უსაფრთხოებისთვის.
მდინარე და ტურიზმი საბანაოებისა და საკემპინგე სივრცეების მოწყობა/განახლება.
განათლება პროფესიული სასწავლებელი - ენერგეტიკისა და მესაქონლეობის მიმართულებით.
საზოგადოებრივი ინვესტიციები სკოლების, ბიბლიოთეკების და თავშეყრის ადგილების მოწესრიგება.
გზები და ინფრასტრუქტურა შიდა გზების 24/7 მოვლა და სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება.
24/7 მზადყოფნა მძიმე ტექნიკის პარკი მუდმივ მზადყოფნაშია ხეობის საჭიროებებისთვის.

FAQ

ხშირად დასმული შეკითხვები

დაადასტურა თუ არა ვინმემ სომიწოს მეწყრის სრული სტაბილურობა?
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია სომიწოს მეწყერთან დაკავშირებით. კომპანიამ განმარტა, რომ მეწყერი მდებარეობს მდ. ჯეჯორას მარცხენა ფერდობზე, ხოლო „სორგითი 2" ჰესის ყველა ნაგებობა - მარჯვენა ნაპირზე, შესაბამისად მშენებლობას მეწყერთან შეხება არ აქვს. სააგენტომ გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. მშენებლობის პროცესში დამონტაჟდება GNSS/GPS, ექსტენზომეტრისა და ტილტმეტრის მონიტორინგის სისტემები, საინჟინრო-გეოლოგიური ზედამხედველობით.
24.94 ჰექტარიანი საპროექტო ტერიტორიიდან რამდენი ჰექტარი მდებარეობს მეწყრის გავლენის ზონაში?
24.94 ჰა წარმოადგენს ორივე ჰესის ტერიტორიების ჯამს: „სორგითი 1" - ~11.70 ჰა (სოფ. ირი-ქვედრულა) და „სორგითი 2" - ~13.24 ჰა (სოფ. ონჭევი-პიპილეთი). „სორგითი 2"-ის ძირითადი ნაგებობები, მათ შორის სადაწნევო მილსადენი და ჰესის შენობა, არ მდებარეობს მეწყერის უშუალო არეალში.
რამდენი ხე მოიჭრება და რამდენია მათგან კაკალი?
სულ აღრიცხულია 6,402 ძირი ხე, აქედან 16 ძირია კაკალი (სააგენტოში წარდგენილი ტაქსაციის მასალების მიხედვით). მოჭრილი ხეების დროებითი შენახვა მოხდება სამშენებლო დერეფანში, შემდეგ გადაეცემა სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს", ხოლო კომპანია მოახდენს მათ გამოსყიდვას და უსასყიდლოდ გადასცემს ხეობის მოსახლეობას.
ვის ეკუთვნის მშენებლობის დერეფნის მიწები?
საპროექტო დერეფნის shape ფაილები წარდგენილია გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ ანგარიშთან ერთად და ხელმისაწვდომია საიტზე ei.gov.ge. სამშენებლო დერეფანში კერძო მესაკუთრე არ ფიქსირდება.
ვინ არიან ჰესების მფლობელები?
პირდაპირი მფლობელია „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია" - 90% ფლობს „რაჭა გრინ ენერჯი", 10% - მაკა საბანაძე. დირექტორი და დამფუძნებელია დავით უგრელიძე.

ბლოგები მალე დაემატება.

ჩვენს შესახებ

შპს „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია" - Regional Renewable Energy Company LLC.

24/7

კონტაქტი

ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა

მალე დაემატება